რას გვითვლით, მხოლოდ მასალებს, ხელობებს თუ ყველაფერს?

ვითვლით და გიწერთ ყველაფერს!!! როგორც რაოდენობებს ასევე ფასებს: მასალები, დამხმარე მასალები, ტრანსპორტირების ხარჯები, მასალების ობიექტზე დაცლა/შეტანის ხარჯები, ხელობების ზუსტი მოცულობები და მათი ფასები, შუალედური დასუფთავება, სამშენებლო ნაგვის გატანა/გადაყრის ხარჯები, ყველა სახის ხარჯი რაც შესაძლებელია წარმოიშვას თქვენს კონკრეტულ ობიექტზე რემონტის დაწყებიდან მის სრულ დასრულებამდე. ასევე, სამუშაოების რიგითობას გიწერთ იმ თანმიმდევრობით, როგორც უნდა მოხდეს მათი სწორი თანმიმდევრული ჩატარება

აკეთებთ თუ არა რემონტს?

ჩვენ არ ვარემონტებთ, მხოლოდ და მხოლოდ ვითვლით!!! შეგახსენებთ, ჩვენს დათვლილს სწორედ იმიტომ აქვს სანდოობა, რომ არ ვარემონტებთ და არ ვართ დაინტერესებული მხარე

რა ღირს ხარჯთაღრიცხვის დათვლა?

ხარჯთაღრიცხვის დათვლის ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ - 4 ლარი, მაგალითად 100 კვ.მ ბინა 400 ლარი, რაც შესაძლებელია არ ცოდნის გამო საკმაოდ ბევრ ეტაპზე იზარალოთ, როგორც მასალების შესყიდვისას ისე ხელობის თანხების გამოთვლისას

როგორ ანგარიშობთ თუ რა ხარისხის და ფასის მასალები გვესაჭიროება, რომელი მაღაზიებიდან და ა.შ...?

შეკვეთის გამოგზავნის შემდგომ თქვენ დაგიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი 20-25 წუთიანი გამოკითხვისთვის, რომლის დროსაც პარალელურ რეჟიმში აგიხსნით მასალების ხარისხებს შორის განსხვავებებს, ფასებს, მაღაზიებს და ყველა შესაძლო ალტერნატივებს

შემიძლია თუ არა ხარჯთაღრიცხვის ბანკში მიტანა?

დიახ, შეგიძლიათ. მეტიც, ჩვენ ვთანამშრომლობთ ბანკებთან და საჭიროების მიხედვით თავად ამისამართებენ კლიენტებს ჩვენთან