ჩვენ არ ვარემონტებთ, შესაბამისად არ იკვეთება „ინტერესები“ (ინტერესთა კონფლიქტი)
ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშება ხდება საბაზრო ფასებზე დაყრდნობით და მაქსიმალური სიზუსტით, რაც გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცდომილებას
გიგზავნით Excel-ის ფაილით, შესაბამისად შეგეძლებათ სურვილის მიხედვით ცვალოთ და აკორექტიროთ ვარიანტები/ფასები მთელი პროცესის მანძილზე
სამუშაოები გაწერილია სწორი რიგითობით და ჩაშლილია დეტალურად: დამხმარე და ძირითადი მასალები, ტრანსპორტირება, მასალების ობიექტზე დაცლა/შეტანა, ხელობის თანხები და ყველა ის ხარჯი რაც შესაძლებელია წარმოიქმნას თქვენს კონკრეტულ ობიექტზე
თუ თავად აპირებთ გაუძღვეთ რემონტს თქვენთვის ნამდვილი სახელმძღვანელოა
თუ სარემონტო ჯგუფის, ხელმძღვანელის (პრარაბი) დაქირავებას აპირებთ, მათი შერჩევის სახელმძღვანელოა
გამოიყენებთ როგორც ინსტრუქციის სახით ხელოსნებთან და მასალების შეძენისას
საჭიროებისამებრ წარადგენთ ბანკში ან სხვა მესამე მხარესთან